ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ინდივიდუალური პრიზები დაარიგეს #1TVSPORT
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ინდივიდუალური პრიზები დაარიგეს #1TVSPORT

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ 2020-21 წლების სეზონის ინდივიდუალური პრიზები დაარიგა.

სეზონის უძვირფასესი მოთამაშის ჯილდო („ჰარტ მემორიალ ტროფი“) მოიპოვა „ედმონტონის“ ფორვარდმა კონორ მაკდევიდმა.

გასულ სეზონში კანადელმა 56 მატჩში 105 ქულა (33 შაიბა+72 შედეგიანი პასი) დააგროვა. ფორვარდი კარიერაში მეორედ გახდა რეგულარული ჩემპიონატის MVP.

„ჰარტ მემორიალ ტროფის“ გამოკითხვაში პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. კონორ მაკდევიდი (ედმონტონი) – 1 000 ქულა
  2. ოსტონ მეტიუსი (ტორონტო) – 600
  3. ნათან მაკინონი (კოლორადო) – 313
  4. სიდნი კროსბი (პიტსბურგი) – 223
  5. ბრედ მარშანი (ბოსტონი) – 134

* * *

სეზონის საუკეთესო მცველის პრიზი („ჯეიმს ნორის მემორიალ ტროფი“) მიიღო „ნიუ იორკ რეინჯერსის“ მცველმა ადამ ფოქსმა. მან გაუსწრო ვიქტორ ჰედმანსა („ტამპა ბეი“) და კეილ მაკარს („კოლორადო“).

საუკეთესო მეკარე („ვეზინა ტროფი“) გახდა „ვეგასის“ ვეტერანი მარკ-ანდრე ფლერი. მან ამ ნომინაციაში დაამარცხა ანდრეი ვასილევსკი („ტამპა ბეი“) და ფილიპ გრუბაუერი („კოლორადო“).

სეზონის საუკეთესო ახალბედად დასახელდა „მინესოტას“ რუსი ფორვარდი კირილ კაპრიზოვი, რომელმაც უკან ჩამოიტოვა „დალასის“ თავდამსხმელი ჯეისონ რობერტსონი და „კაროლინას“ მეკარე ალექს ნედელკოვოჩი.