ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ჰითროუს აეროპორტში ეთიოპიელი წარმოშობის ქალი დააკავეს.
პოლიცია ეჭვობს, რომ დაკავებული ტერაქტს გეგმავდა.
სკოტლენდ იარდის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 27 წლის ბრიტანეთის მოქალაქეა. ის ლონდონში ეთიოპიიდან ჩაფრინდა. ამჟამად კი დასაკითხად პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი