„ჰეზბოლას“ ლიდერი კვიპროსს აფრთხილებს
„ჰეზბოლას“ ლიდერი კვიპროსს აფრთხილებს

„ჰეზბოლას“ ლიდერი კვიპროსს ემუქრება. ლიბანური დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას თქმით, ისრაელსა და ლიბანს შორის ომი თუ გაჩაღდება და კვიპროსი აეროპორტებს გაუხსნის, ბაზებს შესთავაზებს ისრაელის ძალებს, მაშინ „ის ამ ომის ნაწილი გახდება“.

ნასრალამ ისრაელიც გააფრთხილა.

„მტერმა იცის, რომ არ არსებობს მის ქვეყანაში უსაფრთხო ადგილი, სადაც ჩვენი რაკეტებისგან დაცული იქნებიან. ყველაფერი გამიზნულად იქნება სამიზნეში ამოღებული“, – განაცხადა ჰასან ნასრალამ.

„ჰეზბოლას“ მუქარის საპასუხოდ, კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს კრისტოდულიდესმა განაცხადა, რომ ქვეყანა „არანაირად არ არის ჩართული კონფლიქტებში“.

„კვიპროსის რესპუბლიკა პრობლემის ნაწილი არ არის. ის გამოსავლის ნაწილია. ჩვენი როლია ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა, რომელიც აღიარებულია არა მხოლოდ არაბული სამყაროს, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიერაც“, – განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.