„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ჰეზბოლა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ღაზის სექტორში განვითარებული მოვლენები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სამხრეთ ლიბანში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე შეტაკებებზე.
„ჰეზბოლას“ არ დაუკონკრეტებია, სად გაიმართა მხარეებს შორის შეხვედრა.
მანამდე ბეირუთში ჰასან ნასრალა ლიბანის პრემიერ-მინისტრს, ნაჯიბ მიქატის შეხვდა.