„ჰეზბოლამ“ ისრაელის ქალაქების მიმართულებით რაკეტები გაუშვა
„ჰეზბოლამ“ ისრაელის ქალაქების მიმართულებით რაკეტები გაუშვა

„ჰეზბოლამ“ ისრაელის ქალაქების: კირიათ შმონას, ჰაიფას, აფულას და ნაზარეთის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, კირიათ შმონას 50-მდე რაკეტა ესროლეს, რომელთა ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, ნაწილი კი ქალაქში ჩავარდა. სარაკეტო თავდასხმას კირიათ შმონაში მსხვერპლი არ გაუწვევია, თუმცა ქალაქს მატერიალური ზარალი მიაყენა.

ქალაქ ჰაიფას აღმოსავლეთს „ჰეზბოლამ“ ათი რაკეტა ესროლა. ნამსხვრევების მოხვედრის გამო ერთი ადამიანი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დღეს „ჰეზბოლამ“ ისრაელის ჩრდილოეთ რაიონების მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა.