„ჰეზბოლამ“ გოლანის მაღლობების, კირიათ შმონასა და გალილეას მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რის შედეგადაც ისრაელის ორი მოქალაქე დაიღუპა
„ჰეზბოლამ“ გოლანის მაღლობების, კირიათ შმონასა და გალილეას მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რის შედეგადაც ისრაელის ორი მოქალაქე დაიღუპა.
„დღეს, კირიათ შმონაში მოხდა ის, რისიც გვეშინოდა. წყვილი, რომელიც ძაღლთან ერთად სეირნობდა, რაკეტას ემსხვერპლა“, – განაცხადა პოლიციის მეთაურმა, ელი სილოკმა.
ამასთან, მედიის ცნობით, ერთი რაკეტა სასწრაფო დახმარების მანქანასთან ჩამოვარდა. ხანძარი გაჩნდა ასევე ქალაქის გარშემო მდებარე რამდენიმე შენობაზე და ღია ტერიტორიაზე. „ჰეზბოლამ“ საღამოს გალილეასა და გოლანის მაღლობების მიმართულებით 90 რაკეტა გაუშვა.