„ჰეზბოლამ“ დღეს დილით ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლა
„ჰეზბოლამ“ დღეს დილით ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლა

ლიბანურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ დღეს დილით ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან რაკეტები გოლანის მაღლობების მიმართულებით გაუშვეს. ეს არის ერთ-ერთი მასშტაბური სარაკეტო ოპერაცია ღაზაში ომის დაწყების შემდეგ.

„ჰეზბოლას“ მიერ გავრცელებული განცხადებით, სამიზნე იყო ისრაელის არმიის ორი ბაზა გოლანის მაღლობებზე. სარაკეტო განგაშის სიგნალები ჩაირთო რამდენიმე თემში გოლანის მაღლობებზე და გალილეის პანჰანდლეში.

ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, „რკინის გუმბათმა“ ათეულობით რაკეტა გაანეიტრალა.

ლიბანიდან სარაკეტო თავდასხმები მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე ავიაიერიშები განახორციელეს.

„ისრაელის თავდაცვის ძლების“ ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე იყო „ჰეზბოლას“ საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფის კუთვნილი ობიექტები.