ჰერმან საბო - ვერ წარმომიდგენია, რას ჰქვია თემატური ბოიკოტი, სავარაუდოდ, ბოიკოტში მყოფი პარტიების მხრიდან ეს არის თავის „გაპრავების“ მცდელობა
ვერ წარმომიდგენია, რას ჰქვია თემატური ბოიკოტი, სავარაუდოდ, ბოიკოტში მყოფი პარტიების მხრიდან ეს არის თავის „გაპრავების“ მცდელობა, რომ თითქოს ისევ დაპირისპირებულები არიან და იმავე ხასიათზე არიან, მაგრამ თითქოს ისეთი მნიშვნელობა აქვს რაღაც საკითხებს, რომ მხოლოდ ამაზე შემოდიან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
„ეს პარტიები პარლამენტში დაბრუნდნენ და ამას ერთი სახელი ჰქვია. კარგია, რომ დაბრუნდნენ. ჩვენ მათი თანადგომა გვაკლდა, როცა „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავდნენ და მხოლოდ ოთხნი ვერ ვუმკლავდებოდით „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელის გადაწევის მცდელობას. კარგია თუ ცუდი, საქართველოში პოლიტიკა პარლამენტში კეთდება და იმედია, ასე უაზროდ აღარ გავლენ, რომ შემდეგ შემოსვლა მოუწიოთ“, – განაცხადა საბომ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა.