ჰერმან საბო - პრეზიდენტი განსაკუთრებულს არაფერს ამბობს, ნამდვილად არის მოლოდინი კოალიციური მთავრობის, ოღონდ ამას დასჭირდება, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ხმები არ დაიკარგოს
პრეზიდენტი განსაკუთრებულს არაფერს ამბობს. ნამდვილად არის მოლოდინი კოალიციური მთავრობის, ოღონდ ამას დასჭირდება, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ხმები არ დაიკარგოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
ჰერმან საბოს კითხვა დაუსვეს კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „იქნებ დროა, საქართველომ კოალიციური მთავრობა გამოცადოს“.
„ვინც კი ხედავს ბოლო კვლევას, ყველა ნახულობს, რომ 51 პროცენტი არცერთ პარტიას არ აქვს, მათ შორის, არც „ქართულ ოცნებას“. ამიტომ, ლოგიკურია ვარაუდი, რომ შემდეგი არჩევნები იქნება კოალიციური მთავრობის, ოღონდ ამას აუცილებლად დასჭირდება დაბალი ბარიერი და ამომრჩევლების ხმა ადეკვატურად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. პრეზიდენტი განსაკუთრებულს არაფერს ამბობს, ნამდვილად არის მოლოდინი კოალიციური მთავრობის, ოღონდ ამას დასჭირდება, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ მოვუწოდებთ ხოლმე „გირჩები“, რომ ვინც ამბობს „ქართულ ოცნებას“ ვეთანამშრომლებიო, ის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავიდეს არჩევნებზე, ვინც ამბობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეთანამშრომლებითო, მასთან ერთად ერთი სიით გავიდეს. ეს იქნება გარანტია, რომ წინასწარ გვეცოდინება, ვინ ვისთან შეკრავს კოალიციას“, – განაცხადა ჰერმან საბომ.