ჰერმან საბო - გიორგი ვაშაძეს შეუძლია, ბევრი ილანძღოს, მაგრამ ის მაინც დარჩება იმ პოლიტიკური ჯგუფის ლიდერად, რომელიც სამუშაო ჯგუფებში არ შემოვიდა
ყავას არ ვსვამ, ჩაის ვსვამ, გიორგი ვაშაძეს შეუძლია, ბევრი ილანძღოს, მაგრამ ის მაინც დარჩება იმ პოლიტიკური ჯგუფის ლიდერად, რომელიც ამ სამუშაო ჯგუფებში არ შემოვიდა და როცა „ქართულ ოცნებას“ არგუმენტი დასჭირდება, 12 რეკომენდაცია რატომ არ შეასრულა, ის „ქართული ოცნებისთვის“ ყოველთვის იქნება ისე, როგორც მოკრივისთვის სავარჯიშო მსხალი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
მისი თქმით, „მმართველი გუნდი გიორგი ვაშაძეს არგუმენტებით ყოველთვის დაარტყამს, რადგან თავი აარიდა რეკომენდაციების შესრულებას და ამ მინუსს ვერ მოიცილებს“.
„სამუშაო ჯგუფებში ჩვენ თუ შევედით, რა გავაკეთეთ? იქ შევედი იმისთვის, რომ, რაც კი შემეძლო, ყველაფერი გამეკეთებინა რეკომენდაციების შესრულებისთვის. უმრავლესობა როგორ მოიქცა, ეს მეორე საკითხია. რა გაითვალისწინეს? მაგალითად, „საარჩევნო კოდექსში“ ჩვენი შეთავაზება გაითვალისწინეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყველა ოლქში გიწევდა სიების წარდგენა და ეს იყო იმხელა სამუშაო, რომ 2021-ში პარტიაში მეტს არაფერს ვაკეთებდით. დღეს ეს რეგულაცია მოხსნილია და პარტიას შეუძლია, სიების მხოლოდ 40-50 პროცენტი წარადგინოს“, – განაცხადა საბომ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „ყავის სმის ჯგუფებში ვინც შევიდა, რა შედეგი დადო, რაზეც პარტნიორები ამბობენ, ყოჩაღ, საქართველოო?“