ჰენდრიკ დამსი - საქართველოში თებერვალში ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის საკითხზე მაღალი დონის კონფერენცია გაიმართება
საქართველოში თებერვალში ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის საკითხზე მაღალი დონის კონფერენცია გაიმართება, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ჰენდრიკ დამსმა განაცხადა.
„ჩემი აზრით, ყველას თავმჯდომარეობამ და ასამბლეის ნებისმიერმა აქტიურობამ უნდა გამოიღოს კონკრეტული შედეგი. მე მჯერა, რომ ამ მხრივ საქართველოს თავმჯდომარეობა სამაგალითოა, რადგან თებერვალში საქართველოში გაიმართება მაღალი დონის კონფერენცია ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის საკითხზე. მჯერა, რომ ეს არის ის საკითხები, რომლებზეც მსჯელობა აუცილებელია. მჯერა, რომ საბოლოოდ კლიმატის შესახებ პროტოკოლი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰენდრიკ დამსმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ლიბერალ-დემოკრატების წარმომადგენელი, ბელგიელი ჰენდრიკ დამსი აირჩიეს. ჰენდრიკ დამსმა ლილიან მორი პასკიე შეცვალა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის ივნისიდან მუშაობდა.