ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ჰენდრიკ დამსი აირჩიეს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ჰენდრიკ დამსი აირჩიეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ლიბერალ-დემოკრატების წარმომადგენელი, ბელგიელი ჰენდრიკ დამსი აირჩიეს. იგი ერთადერთი კანდიდატი იყო.

ჰენდრიკ დამსმა ლილიან მორი პასკიე შეცვალა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის ივნისიდან მუშაობდა.

„ევროსაბჭოს საპარალმენტო ასამბლეის პირველი პრეზიდენტი ასევე ბელგიელი იყო. ის იყო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. თუ დავდგები არჩევანის წინაშე იდეალური ევროპასა და უკეთეს ევროპას შორის, მე უკეთეს ევროპას ავირჩევ, რადგან იდეალური ევროპა არ არსებობს. უკეთესი ევროპის შექმნა კი, 900 მილიონი ევროპელი მოქალაქისთვის ყველას ერთად შეგვიძლია“, – განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა.