ჰელგა მარია შმიდი - ეუთო მზად არის, მხარი დაუჭიროს რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს
ეუთო მზად არის, მხარი დაუჭიროს რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა განაცხადა.
სიტყვით გამოსვლის დროს შმიდმა გაიხსენა გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის სიტყვები, რომელიც ჩინეთის მიერ წარმოდგენილი „სამშვიდობო გეგმის“ გათვალისწინებით გამოვიდა მოსკოვისა და კიევის მონაწილეობით მოლაპარაკების გამართვის მოწოდებით.
„მე შემიძლია, დავეთანხმო გერმანიის პრეზიდენტს და დავამატო, რომ ეუთო ასევე შეიტანს საკუთრ წვლილს“, – განაცხადა ჰელგა მარია შმიდმა.
ამასთან, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ თავის დროზე რუსეთმა არჩევანი არა დიალოგის, არამედ ომის სასარგებლოდ გააკეთა.