ჰავანის აეროპორტში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 104 ადამიანი იმყოფებოდა
ჰავანის აეროპორტში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 104 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ აშშ-ში კუბის ელჩმა, ხოსე რამონ კაბანსმა განაცხადა.
ავიაკატასტროფის ადგილზე იმყოფება კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი.
პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ კატასტროფის ადგილზე “დიდი მსხვერპლია”.
ხოსე მარტის საერთაშორისო აეროპორტში “ბოინგ 737”-ის ტიპის თვითმფრინავი აფრენიდან მოკლე დროში ჩამოვარდა.