ჰასან როუჰანი - ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლებას აშშ-ში ინანებენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლების შესახებ, ჰასან როუჰანი გამოეხმაურა. ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვაშინგტონში ინანებენ.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ გადაწყვეტილებას ინანებენ. სანქციების მიუხედავად მსოფლიოს დავუმტკიცებთ, რომ პირობას ვასრულებთ და ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით გვაკისრია“,- განაცხადა ჰასან როუჰანიმ.
როუჰანი ჯერ საპასუხო ზომებზე არ საუბრობს.
„დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა და რუსეთმა სოლიდარობა დაგვიდასტურეს და არაერთი ნაბიჯი გადადგეს ვაშინგტონის შეთანხმებიდან გასვლის კომპენსაციისთვის“,- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
რამდენიმე სათის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განკარგულებას ხელი მოაწერა.