დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განკარგულებას ხელი მოაწერა
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განკარგულებას ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პირველ ეტაპზე შეზღუდვები ავტომობილებით, ოქროთი და სხვა ძვირფასი ლითონებით ვაჭრობაზე დაწესდება. ეს ამერიკული სანქციების პირველი ნაწილია, რომელიც თეირანის წინააღმდეგ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც აშშ-მა 2015 წელს გაფორმებული „ბირთვული შეთანხმება“ დატოვა.

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები პირველად 1979 წელს, ისლამური რევოლუციის შემდეგ დააწესა. 2015 წელს ირანმა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ „ბირთვული შეთანხმება“ გააფორმეს. ირანს ბირთვული პროგრამა უნდა შეეკვეცა და სანაცვლოდ, თეირანს საერთაშორისო ეკონომიკურ სანქციებს შეუმსუბუქებდნენ.