ჰასან როუჰანი - ირანი არასდროს გამართავს მოლაპარაკებებს აშშ-თან ზეწოლის ქვეშ
ირანი არასდროს გამართავს მოლაპარაკებებს აშშ-თან ზეწოლის ქვეშ, – ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუოჰანიმ გააკეთა.
„მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება ახლო აღმოსავლეთში, სენსიტიურ რეგიონში, ირანის დახმარების გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ.
ირანის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების დაპირებული მაქსიმალური ზეწოლის ტაქტიკა ირანზე არ იმუშავებს.