ჰასან როუჰანი – ირანი არასდროს გამართავს მოლაპარაკებებს აშშ-თან ზეწოლის ქვეშ

17:44, 16.02.2020

ირანი არასდროს გამართავს მოლაპარაკებებს აშშ-თან ზეწოლის ქვეშ, – ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუოჰანიმ გააკეთა.

„მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება ახლო აღმოსავლეთში, სენსიტიურ რეგიონში, ირანის დახმარების გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ.

ირანის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების დაპირებული მაქსიმალური ზეწოლის ტაქტიკა ირანზე არ იმუშავებს.

მსგავსი