ჰასან როუჰანი - დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში კრახი განიცადა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში კრახი განიცადა, – ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ გააკეთა.
„ამერიკის ადმინისტრაციამ ბირთვული შეთანხმებისთვის ძირის გამოთხრა ვერ შეძლო. ტრამპმა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, კრახი განიცადა“, – აცხადებს როუჰანი.
რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბირთვულ შეთანხმებაში ცვლილებები არ შევა, ამერიკა მას დატოვებს. ტრამპი ფიქრობს, რომ კონგრესმა ორპარტიულ რეჟიმში უნდა იმუშაოს კანონპროექტის შესაქმნელად, რომელიც ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო ინსპექტორების შესვლას მოითხოვს.
„მოვუწოდებ ევროპის მთავარ სახელმწიფოებს, შეუერთდნენ აშშ-ს შეთანხმების ხარვეზების გამოსწორებაში. დავუპირისპირდეთ ირანის აგრესიას და დავეხმაროთ ირანელ ხალხს. თუ სხვა ქვეყნები არ იმოქმედებენ ამ დროის განმავლობაში, მე შევწყვეტ ჩვენს გარიგებას ირანთან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.