ჰასან როუჰანი - დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში კრახი განიცადა
ჰასან როუჰანი - დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში კრახი განიცადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში კრახი განიცადა, – ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ გააკეთა.

„ამერიკის ადმინისტრაციამ ბირთვული შეთანხმებისთვის ძირის გამოთხრა ვერ შეძლო. ტრამპმა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, კრახი განიცადა“, – აცხადებს როუჰანი.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბირთვულ შეთანხმებაში ცვლილებები არ შევა, ამერიკა მას დატოვებს. ტრამპი ფიქრობს, რომ კონგრესმა ​ორპარტიულ რეჟიმში უნდა იმუშაოს კანონპროექტის შესაქმნელად, რომელიც ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო ინსპექტორების შესვლას მოითხოვს.

„მოვუწოდებ ევროპის მთავარ სახელმწიფოებს, შეუერთდნენ აშშ-ს შეთანხმების ხარვეზების გამოსწორებაში. დავუპირისპირდეთ ირანის აგრესიას და დავეხმაროთ ირანელ ხალხს. თუ სხვა ქვეყნები არ იმოქმედებენ ამ დროის განმავლობაში, მე შევწყვეტ ჩვენს გარიგებას ირანთან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.