ჰასან როჰანი - დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ირანს პრობლემები შეუქმნას, მაგრამ ჩვენ ამას გადავლახავთ
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, ირანს შესაძლოა გარკვეული პრობლემები გაუჩნდეს. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა.
„შესაძლებელია, ჩვენ წინაშე გაჩნდეს პრობლემები, რაც სავარაუდოდ ორი ან სამი თვე გაგრძელდება, თუმცა ჩვენ ამას გადავლახავთ“ – აღნიშნა ჰასან როჰანიმ ნავთობის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე.
გასულ ღამეს აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა, რომ ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას 8 მაისს გამოაცხადებს. დონალდ ტრამპის განცხადება გადაწყვეტს, დარჩება თუ არა აშშ ბირთვულ შეთანხმებაში.