ჰასან როჰანი - აშშ-ი არ არის სანდო პარტნიორი
ჰასან როჰანი - აშშ-ი არ არის სანდო პარტნიორი

აშშ-ის ქმედებების მიუხედავად, ირანის ბირთვული ორგანიზაცია მზად არის, ინდუსტრიული ურანის გამდიდრება შეზღუდვების გარეშე განაახლოს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა განაცხადა.

აშშ-ი არ არის სანდო პარტნიორი. ირანი ყოველთვის ასრულებდა თავის ვალდებულებებს, რაც აღნიშნა კიდეც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ. თავად აშშ-ის კი არასდროს შეუსრულებელია აღებული ვალდებულება. აშშ-ი ირანის მიმართ ყოველთვის იჩენს მტრულ დამოკიდებულებას. აშშ-ის პრეზიდენტს აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებების ძირის გამოთხრის გამოცდილება. ტრამპის გადაწყვეტილება არის უკანონო, არალეგიტიმური და არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს. თუ ჩვენ მივაღწევთ ბირთვული შეთანხმების ამოცანებს დარჩენილ ხუთ ქვეყანასთან თანამშრომლობით, აღნიშნული შეთანხმება ძალაში დარჩება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა.

აშშ-ი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გადის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.