ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ „ჰამასი“ „ჰეზბოლას“ სოლიდარობას უცხადებს
„ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ „ჰამასი“ ლიბანურ დაჯგუფებას სოლიდარობას უცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
„ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, დაჯგუფება გლოვობს ნასრალას გარდაცვალებას და ასევე სოლიდარობას უცხადებს მათ ძმებს „ჰეზბოლადან“ და ლიბანის ისლამურ წინააღმდეგობიდან.
როგორც „ბიბისი“ წერს, „ჰამასი“, „ჰეზბოლას“ მსგავსად, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებაა, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.
ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა. თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა, „ჰეზბოლას“ სხვა წევრების ლიკვიდირებაც განხორციელდა, მათ შორის, სამხრეთის ფრონტის მეთაურის.