ჰარვი ვაინშტეინიდან შაკირამდე - პოპულარული ადამიანები, რომლებიც სიმდიდრეს ოფშორში მალავენ
ჰარვი ვაინშტეინიდან შაკირამდე - პოპულარული ადამიანები, რომლებიც სიმდიდრეს ოფშორში მალავენ

The Guardian შოუ ბიზნესის წარმომადგენელთა სიას აქვეყნებს, რომლებიც Paradise Papers-ის სახელით ცნობილ დოკუმენტებში ფიგურირებენ.

1. ჰარვი ვაინშტეინი – ჰოლივუდელი პროდიუსერი, რომელიც სექსუალური შევიწროებასა და გაუპატიურებაში ათობით მსახიობმა დაადანაშაულა, ოფშორულ ზონაში კომპანიას 2001 წლიდან ფლობს.

 

 2. მადონა – პოპის დედოფლის სახელი დოკუმენტებში 31-ე გვერდზე ფიგურირებს. იქ ნახსენებია გვარი ჩიკონე და კომპანია the Providen Financial Managment, რომელიც საკონცერტო ტურების დაგეგმვითაა დაკავებული. სავარაუდოდ მადონამ ბერმუდის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიაში 2000 აქცია იყიდა.

3. ჯასტინ ტიმბერლეიკი – დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მომღერალმა და მსახიობმა 2015 წელს დააფუძნა კომპანია, რომელსაც მისივე ხმის ჩამწერი სტუდიის სახელი დაარქვა. ამ კომპანიის მიზნად მითითებულია ბაჰამის კუნძულებზე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. რად უნდოდა ტიმბერლეიკს ეს ქონება, უცნობია.

4. ნიკოლ კიდმანი – მსახიობმა ბაჰამის კუნძულებზე კომპანია მეუღლესთან ერთად 2015 წლის მარტში დააფუძნა. ოფშორულ ზონაში მოქმედი საგადასახადო შეღავათების საშუალებით წყვილმა 23 ინვესტიციის დაახლოებით 23%-ი დაზოგა.

5. შაკირა – დოკუმენტებში მომღერლის სრული სახელია მითითებული. საცხოვრებელ ადგილად კი ბაჰამის არქიპელაგია ჩაწერილი, თუმცა სინამდვილეში ის ბარსელონაში ცხოვრoბს. ანგარიშში ნათქვამია, რომ შაკირა შემოსავლების დიდ ნაწილს ოფშორში ინახავს.