ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციის პროცესში ცნობილი ადამიანების მაგალითს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციის პროცესში ცნობილი ადამიანების მაგალითს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

ვაქცინაციის პროცესში ცნობილი ადამიანების მაგალითს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ცნობილი ადამიანების აცრის კამპანია ერთჯერადი არ იქნება.

„ცნობილი ადამიანების აცრა ერთჯერადი არ იქნება. ამაზე სამინისტრო მუშაობს. ჩვენც გვქონდა შეხვედრები გუშინ ცნობილ ადამიანებთან, ვინც ამის სურვილი გამოთქვა. არის ასეთი საინიციატივო ჯგუფი, მათ შორის ჟურნალისტებიც არიან და ეს აქცია ერთჯერადი არ იქნება, პერიოდულად უნდა განმეორდეს, რადგან ამ პროცესში ცნობილი ადამიანების მაგალითს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, სამინისტრო მუშაობს. სპეციალური ჯგუფია შექმნილი სტრატეგიულ სამმართველო დეპარტამენტთან, ჩამოყალიბდება კრიტერიუმები, შეირჩევიან ეს ადამიანები. აქ ბევრი ადამიანი თავისი სურვილით მოდის და ეს კარგია“, – განაცხადა გამყრელიძემ.