ჰარდენი და ნეიმარი 30 წლამდე მდიდარი ცნობილი ადამიანების ათეულში მოხვდნენ
ავტორიტეტულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ (Forbes) ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანიების სია გამოაქვეყნა, რომელთა ასაკი 30 წლამდეა.
სპორტსმენებს შორის ლიდერობს „ბარსელონას“ ფორვარდი ნეიმარი, რომელიც 90 მილიონი დოლარით საერთო სიაში მესამე ადგილზეა.
„ჰიუსტონის“ კალათბურთელი ჯეიმს ჰარდენი მეექვსე ადგილზეა – 46 მილიონი დოლარი, მექსიკელი მოკრივე საულ ალვარესი – მერვეზე (44.5 მილიონი), ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე დერეკ კარი – მეცხრეზე (42.1 მილიონი).
ამ სიაში პირველ ადგილზეა 21 წლის კაილი ჯენერი – გოგონა, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ პოპკულტურული გვარით, არამედ პარფიუმერიის საკუთარი ბრენდით. მისი ქონება შეფასებულია 166.5 მილიონ დოლარად. მეორეზეა მომღერალი ედ შირანი.