„ფორბსმა“ კონორ მაკგრეგორი 2021 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად დაასახელა #1TVSPORT
„ფორბსმა“ კონორ მაკგრეგორი 2021 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად დაასახელა #1TVSPORT

„ფორბს მეგეზინმა“ (Forbes Magazine) 2021 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიონალური სპორტსმენების ათეული გამოაქვეყნა. სიის სათავეში შერეულ საბრძოლო სახეობებში მოასპარეზე ირლანდიელი კონორ მაკგრეგორია, რომელმაც გასულ წელს 180 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

„ფორბსის“ მტკიცებით ირლანდიელმა გასულ წელს საკუთარი ბიზნესის 51%-იანი წილი გაყიდა (150 მილიონი დოლარი). ჯამში კონორმა 158 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. დასტინ პორიესთან გამართული ბრძოლისთვის ირლანდიელმა 22 მილიონი დოლარი მიიღო. კონორი ერთადერთი წარმომადგენელია „კომბატ სპორტიდან“, რომელიც „ფორბსის“ სიის ათეულში მოხვდა.

მეორე ადგილზე „ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესია (130 მილიონი), მესამე პოზიციაზე კრისტიანო რონალდოა (120 მილიონი), მეოთხე პოზიციაზეა ლებრონ ჯეიმსი ($96.5 მილიონი), მეხუთე ტომ ბრეიდი (76 მილიონი), შემდგომ კი მოდის კევინ დურანტი (75 მილიონი).