„ფორბსმა“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა - პირველ ადგილზე კონორ მაკგრეგორია #1TVSPORT
„ფორბსმა“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა - პირველ ადგილზე კონორ მაკგრეგორია #1TVSPORT

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა წარმოადგინა 2021 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათი სპორტსმენის სია.

პირველად ამ რეიტინგს სათავეში ჩაუდგა შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი. Forbes-ის მონაცემებით, გასული 12 თვის განმავლობაში, ორ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ჯამში 180 მილიონი დოლარი (22 მილიონი უშუალოდ სპორტზე მოდის) გამოიმუშავა. ამ თანხის დიდი ნაწილი (150 მილიონი) საკუთარი ბრენდის (ვისკი Proper12) საკონტროლო აქციათა პაკეტის რეალიზაციაზე მოდის.

რეიტინგში მეორე ადგილზეა „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი – 130 მილიონი (97 მილიონი – ხელფასი). სამეულში მოხვდა „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო – 120 მილიონი (ხელფასი – 70 მილიონი).

გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ტოპ-ათეული:

  1. კონორ მაკგრეგორი (ММА, UFC) – 180 მლნ. დოლარი (22+158)
  2. ლიონელ მესი (ფეხბურთი, ბარსელონა) – 130 მლნ (97+33)
  3. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი, იუვენტუსი) – 120 მლნ (70+50)
  4. დაკ პრესკოტი (ამერიკული ფეხბურთი, დალასი) – 107,5 მლნ (97,5+10)
  5. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი, ლეიკერსი) – 96,5 მლნ (31,5+65)
  6. ნეიმარი (ფეხბურთი, პარი სენ-ჟერმენი) – 95 მლნ (76+19)
  7. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 90 მლნ (0+90)
  8. ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1, მერსედესი) – 82 მლნ (70+12)
  9. ტომ ბრეიდი (ამერიკული ფეხბურთი, ტამპა ბეი) – 76 მლნ (45+31)
  10. კევინ დურანტი (კალათბურთი, ბრუკლინი) – 75 მლნ (31+44)
დატოვე კომენტარი