Forbes - ამერიკული ბომბდამშენები წვრთნებისას შავ ზღვაში რუსულ გემებზე დარტყმების მიტანაში ვარჯიშობენ
Forbes - ამერიკული ბომბდამშენები წვრთნებისას შავ ზღვაში რუსულ გემებზე დარტყმების მიტანაში ვარჯიშობენ

„ფორბსის“ ინფორმაციით, ამერიკული ბომბდამშენები წვრთნებისას შავ ზღვაში რუსულ გემებზე დარტყმების მიტანაში ვარჯიშობენ.

გამოცემის ცნობით, მანევრებში მონაწილეობდნენ B-1B Lancer-ის ტიპის ბომბდამშენები. „ფორბსის“ ინფორმაციით, აღნიშნული თვითმფრინავები ტეხასიდან დიდ ბრიტანეთში ოქტომბრის დასაწყისში გადაიყვანეს.

19 ოქტომბრიდან კი 12 ბომბდამშენები მონაწილეობდნენ შავ და ბალტიის ზღვებში გამართულ წვრთნებში. მათ თან ახლდნენ ავიამოიერიშეები პოლონეთიდან და რუმინეთიდან.