„ფორბსმა“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნა #1TVSPORT
„ფორბსმა“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნა #1TVSPORT

ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“, ტრადიციულად, წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების ტოპ-ათეული გამოაქვეყნა.

ზედიზედ მეთექვსმეტედ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი გახდა შვეიცარიელ როჯერ ფედერერი. ბოლო ერთ წელიწადში 40 წლის მოთამაშემ უშუალოდ კორტზე მხოლოდ 0.6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს მისი საერთო შემოსავლის – 90.6 მილიონი დოლარის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენს. ლეგენდარულ ჩოგბურთელს ძირითადი თანხა სპონსორულმა კონტრაქტებმა მოუტანეს.

2021 წელს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი:

  1. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – $90,6 მლნ
  2. ნაომი ოსაკა (იაპონია) – $60,1 მლნ
  3. სერენა უილიამსი (აშშ) – $41,8 მლნ
  4. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – $38 მლნ
  5. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – $27 მლნ
  6. კეი ნიშიკორი (იაპონია) – $26 მლნ
  7. დანიილ მედვედევი (რუსეთი) – $13,9 მლნ
  8. დომინიკ ტიმი (ავსტრია) – $8,9 მლნ
  9. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – $8,1 მლნ
  10. ეშლი ბარტი (ავსტრალია) – $5,8 მლნ
დატოვე კომენტარი