„ემისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი სერიალის The Handmaid’s Tale-ის მეორე სეზონი 2018 წლის აპრილში გამოვა. სერიალის მეორე სეზონზე მუშაობა Hulu-მ უკვე დაიწყო. სოციალურ ქსელებში კი, სერიალის გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გავრცელდა.
სერიალის რეჟისორი რიდ მორენო 22 წლის შემდეგ პირველი ქალი რეჟისორია, რომელმაც Emmy მიიღო. „მხევლის წიგნი“ წელს „ემიზე“ საუკეთესო დრამატულ სერიალადაც აღიარეს, ორ მსახიობს – ელიზაბეტ მოსსა და ენ დოუდს კი საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში ჯილდო გადაეცათ.
სურათის მთავარი პერსონაჟი ერთ დროს ძალიან ლაღი, თავისუფალი, ჭკვიანი და სექსუალური ქალი ფრედისაა, ქალი, რომელსაც მამაკაცების მიერ დამყარებული რეჟიმი ოჯახს დააშორებს და მხევლად აქცევს. სწორედ ფრედისას თავგადასავალი, განცდები და ფიქრები წარმოაჩენს გალაადში მცხოვრები ქალების ყოფას, რეჟიმის სისასტიკესა და დაუნდობლობას.