„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ვერ დათანხმდებიან რაიმე შეთანხმებას, თუ ისრაელი არ აიღებს მკაფიო ვალდებულებას ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისა და ღაზის სექტორიდან სრული გასვლის შესახებ
„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ვერ დათანხმდებიან რაიმე შეთანხმებას, თუ ისრაელი არ აიღებს მკაფიო ვალდებულებას ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისა და ღაზის სექტორიდან სრული გასვლის შესახებ

„ჰამასი“ ვერ დათანხმდება რაიმე შეთანხმებას, თუ ისრაელი არ აიღებს მკაფიო ვალდებულებას ცეცხლის მუდმივი შეწყვეტასა და ღაზის სექტორიდან სრული გასვლის შესახებ, – ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოსამა ჰამდანმა განაცხადა.

„ჩვენ ვერ დავთანხმდებით შეთანხმებაზე, რომელიც არ უზრუნველყოფს გარანტიას და ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას, ღაზის სექტორიდან ჯარის სრულად გაყვანას და, შესაბამისად, რეალური სერიოზული შეთანხმების დასრულებას“, – განაცხადა ჰამდანმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელსა და „ჰამასს“ შეთავაზება წარუდგინა.

„ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ისრაელს მხოლოდ ერთი ეტაპი სურს, სადაც ყველა მძევალს დაიბრუნებს, შემდეგ კი განაახლებს აგრესიას და ომს მათი ხალხის მიმართ.