„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელის სამხრეთ ქალაქების მიმართულებით ინტენსიურ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ
„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელის სამხრეთ ქალაქების მიმართულებით ინტენსიურ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ

„ჰამასის“ სამხედრო ფრთის, ალ-ქასამის ბრიგადები აცხადებენ, რომ სამხრეთ ისრაელის ქალაქები სდეროთი და აშდოდი ინტენსიური სარაკეტო სროლების სამიზნეა. ამის შესახებ timesofisrael-ი წერს.

„ჰამასის“ ცნობითვე, სარაკეტო თავდასხმის სამიზნეა ასევე ქალაქი აშკელონიც.

მედიის ცნობით, აშკელონსა და სდეროთში ისმის განგაშის სიგნალის ხმა.