„ჰამასმა“ ღაზას სექტორის მოსაზღვრე ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა
რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზას სექტორის მოსაზღვრე ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. საგანგაშო გამაფრთხილებელი სიგნალები ნაჰალ ოზში, თალმეი ბილუში, თეკუმაში და ნეთივოთში ჩაირთო.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ „რკინის გუმბათმა“ ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტების ნაწილი გაანეიტრალა. დაშავებულების და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პალესტინური სამხედრო ჯგუფების სამიზნე ასევე გახდა კერემ შალომი. ღაზას სექტორიდან რაკეტებს და ნაღმმტყორცნების ჭურვებს ისვრიან.