„ჰამასის“ წარმომადგენელი - ნეთანიაჰუ თუ გადაწყვეტს ღაზაში შესვლას, წინააღმდეგობა მზად არის
„ჰამასი“ მზად არის ღაზაში ისრაელის სახმელეთო შეჭრისთვის. მედიის ცნობით, ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტბიუროს მაღალჩინოსანმა წევრმა, ეზატ ალ-რიშაკიმ განაცხადა.
„ისრაელის ჯარისკაცების ნაშთებს ღაზის მიწა შთანთქავს“, – აცხადებს ეზატ ალ-რიშაკი.
მისივე თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თუ გადაწყვეტს ღაზაში შესვლას, წინააღმდეგობა მზად არის.