„ჰამასის“ წარმომადგენელი - მოლაპარაკებები ან დაკავებულთა გაცვლა არ იქნება, ვიდრე ისრაელი ღაზის სექტორზე აგრესიას არ შეწყვეტს
„ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლის, ოსამა ჰამდანის განცხადებით, მოლაპარაკებები ან დაკავებულთა გაცვლა არ იქნება, ვიდრე ისრაელი ღაზის სექტორზე აგრესიას არ შეწყვეტს.
„ჩვენ ვაკისრებთ ნეთანიაჰუს სრულ პასუხისმგებლობას ისრაელელი მძევლების სიცოცხლესა და გაცვლის ხელშეკრულების დასრულებისთვის ხელის შეშლაზე“, – განაცხადა ოსამა ჰამდანმა პრესკონფერენციაზე.