„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 600-ს აღემატება
„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 600-ს აღემატება

„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 600-ს აღემატება. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსამსახური სოციალურ ქსელში წერს.

მათივე ცნობით, დაშავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი, 100-ზე მეტი პირი კი გატაცებულია და ტყვეობაში იმყოფება.

რაც შეეხება პალესტინის მხარეს არსებულ დანაკარგებს, გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორზე მიტანილი საპასუხო ავიაიერიშის შედეგად დაღუპულია 370-მდე ადამიანი.