„ჰამასის“ სამხედრო ფრთა აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას ცხრა მძევალი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი უცხოელი
„ჰამასის“ სამხედრო ფრთა აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას ცხრა მძევალი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი უცხოელი.
შესაბამის ინფორმაციას ისარელური მედია „ალ-ყასამის ბრიგადებზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, ერთი დღით ადრე დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად 13 მძევალი დაიღუპა, რაც ისრაელის ხელისუფლებამ პროპაგანდად შეაფასა.
ისრაელზე თავდასხმის დროს „ჰამასმა“ ათობით ადამიანი აიყვანა მძევლად, მათ შორის ბავშვები.