„ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი - ვერავინ აიძულებს „ჰამასს“, აღიაროს ისრაელი, როგორც ლეგიტიმური სახელმწიფო
„ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი - ვერავინ აიძულებს „ჰამასს“, აღიაროს ისრაელი, როგორც ლეგიტიმური სახელმწიფო

ვერავინ აიძულებს „ჰამასს“, აღიაროს ისრაელი, როგორც ლეგიტიმური სახელმწიფო, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ახალმა ხელმძღვანელმა, იაჰია სინვარმა განაცხადა.

პალესტინური ჯგუფების განიარაღების და პალესტინის ეროვნული ერთობის მთავრობის ფორმირების ინიციატივებზე საუბრისას „ჰამასის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობას ვერავინ აიძულებს, დაყაროს იარაღი.

„ჩვენ არასდროს გავწყვეტთ ურთიერთობას ირანსა და სხვა მხარეებთან. ჩვენ ვართ მებრძოლები და რევოლუციონერები, რათა გავათავისუფლოთ პალესტინა, მივცეთ თავისუფლების უფლება ჩვენს ერს. ჩვენ ვიბრძოლებთ ოკუპანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა კანონების შესაბამისად და გავაგრძელებთ ჩვენი სამხედრო ძალების გაძლიერებას ჩვენი ერის დასაცავად. პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების გარეშე ისრაელელი პატიმრები ვერასოდეს გათავისუფლდებიან“, – განაცხადა იაჰია სინვარმა.