„ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების ოჯახის წევრებმა ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს
„ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების ოჯახის წევრები თელ-ავივში ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მათ უსაფრთხოების კაბინეტის მინისტრებთან შეხვედრა სურდათ, რათა მძევლების გასათავისუფლებლად დახმარება ეთხოვათ.
მომიტინგეებს თან ჰქონდათ ქვიშის საათები, რაც იმას გამოხატავდა, რომ თითოეული მძევლისთვის, რომელიც ჯერ კიდევ „ჰამასის“ ტყვეობაშია, დრო იწურება.
„ნეთანიაჰუმ უნდა დააბრუნოს მძევლები რაც შეიძლება მალე, რადგან მათ არ აქვთ დრო და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ვიმედოვნებთ, ისინი რაც შეიძლება მალე შეთანხმდებიან, რადგან ჩვენ გვჭირდება მძევლების გადარჩენა“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.