„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 8 300-ს აჭარბებს
ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 8300-ს აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე მონაცემებით, დაღუპულთა შორის 3 500-მდე არასრულწლოვანია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცნობით, ღაზის სექტორში ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ასევე, საჭირო დახმარების მარაგის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებს ფუნქციონირება უჭირთ.