„ჰამასი“ უარყოფს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას და მოლაპარაკებებში ახალი დაბრკოლებების გაჩენაში ბენიამინ ნეთანიაჰუს ადანაშაულებს
„ჰამასი“ უარყოფს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას და მოლაპარაკებებში ახალი დაბრკოლებების გაჩენაში ბენიამინ ნეთანიაჰუს ადანაშაულებს

„ჰამასი“ უარყოფს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას და მოლაპარაკებებში ახალი დაბრკოლებების გაჩენაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებს.

„ჰამასი“ ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნეთანიაჰუ მოლაპარაკებების ჩაშლისა და ღაზაში ომის გახანგრძლივების მიზნით „ახალ პირობებსა და მოთხოვნებს აყენებს“.

„ჰამასის“ თქმით, ნეთანიაჰუმ პატიმრების გათავისუფლების გარშემო ახალი პირობები შემოიღო.

ამასთან, „ჰამასი“ აცხადებს, რომ შეთანხმება, რომელიც გასულ კვირას დოჰაში განიხილეს, მხოლოდ ისრაელის მოთხოვნებს შეესაბამება.

„ჩვენ ნეთანიაჰუს სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ შუამავლების ძალისხმევის ჩაშლასა და შეთანხმების შეფერხებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.