„ჰამასი“ მოუწოდებს მსოფლიოს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვის შესაჩერებლად
„ჰამასი“ მოუწოდებს მსოფლიოს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვის შესაჩერებლად.
„მოვუწოდებთ არაბულ, მუსლიმურ ქვეყნებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, აიღონ პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა შეაჩერონ დანაშაულები და ხოცვა-ჟლეტა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“, – ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ისრაელის სახმელეთო ჯარები „ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ“.