„ჰამასი“ აცხადებს, რომ შუამავლებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე გარკვეული „შენიშვნებით“ უპასუხა
„ჰამასი“ აცხადებს, რომ შუამავლებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე გარკვეული „შენიშვნებით“ უპასუხა

„ჰამასი“ აცხადებს, რომ კატარელ და ეგვიპტელ შუამავლებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ წინადადებაზე უპასუხა, თუმცა გარკვეული „შენიშვნებით“.

„ჰამასმა“ და „ისლამურმა ჯიჰადმა“ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან, „დადებითად იმოქმედონ შეთანხმების მისაღწევად“ და მათი პრიორიტეტია ომის სრული შეჩერება.

„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, ოსამა ჰამდანმა ლიბანის მედიას განუცხადა, რომ შუამავლებს მიაწოდა გარკვეული შენიშვნები წინადადებასთან დაკავშირებით, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

კატარისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ განიხილავენ პასუხს და გააგრძელებენ შუამავლობას აშშ-თან ერთად, ვიდრე შეთანხმებას არ მიაღწევენ.