„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორში შესვლის მცდელობები წარმატებული არ აღმოჩნდა
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორში შესვლის მცდელობები წარმატებული არ აღმოჩნდა

„ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ღაზი ჰამადმა განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორში შესვლის მცდელობები წარმატებული არ აღმოჩნდა და დასძინა, რომ მათ მხოლოდ რაიონების მცირე ნაწილში შეღწევა მოახერხეს.

„ბარბაროსული შემოტევები ღაზის სექტორში კვლავ გრძელდება  ბომბებისა და რაკეტების გამოყენებით, არ შეწყვეტილა. დაახლოებით, 21 000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, ხოლო ნანგრევების ქვეშ ამ წუთებში 2000 პირია“, – აცხადებს „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი.

ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ჰამადმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზაში რთული და მძიმეა.

„რაც შეეხება დახმარების მიწოდებას, ღაზის სექტორზე აგრესიის დაწყებიდან 24 დღის განმავლობაში 110 სატვირთო მანქანა შემოვიდა. ღაზის სექტორს ყოველდღიურად 500 სატვირთო მანქანა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზაში არის დამღუპველი, რთული და მძიმე. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, მათ შორის კონკრეტულად არაბულ ქვეყნებს, გამოიყენონ ყველა საშუალება ოკუპაციაზე ზეწოლის განსახორციელებლად“, – აღნიშნა ღაზი ჰამადმა.