ჰაკან ფიდანი - ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს
ჰაკან ფიდანი - ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს

ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

ფიდანის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის საერთო ენის გამონახვა გრძელდება, თუმცა აღნიშნა, რომ არცერთ მხარეს არ სურს პროცესში დამარცხებულად წარმოჩენა.

„საჭიროა სამართლიანი გამოსავლის პოვნა. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს ორივე მხარესთან. ჩვენ ორივე მხარეს ვუსმენთ, თუმცა მეგობარი ყოველთვის მწარე სიმართლეს ამბობს და სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ. ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს. ორივე მხარის დაღლილობამ, შესაძლოა, 2025 წელს ახალი ვითარება შექმნას. ვნახოთ, როგორი იქნება სიტუაცია“, – განაცხადა ფიდანმა.