„ჰაბერთურქი“ - სტამბოლში რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით პოლიცია საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებს
სტამბოლში რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პოლიცია საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებს. ინფორმაციას „ჰაბერთურქი“ ავრცელებს.
შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის სტამბოლის ფათიჰის რაიონში მოხდა. თურქული მედიის ცნობით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. 56 წლის მამაკაცი საავადმყოფოში თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ასევე დაჭრილია რუსეთის ერთი მოქალაქე.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა მაყუჩიანი იარაღი, ვაზნები და დანა აღმოაჩინეს.