ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კოტ დივუარის ყოფილი პრეზიდენტი გაამართლა
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კოტ დივუარის ყოფილი პრეზიდენტი, ლორან გბაგბო გაამართლა. გბაგბოს ბრალი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ჰქონდა წარდგენილი.
კოტ დივუარის ყოფილი პრეზიდენტის ბრალდება 2010 წელს არჩევნების შემდეგ დაწყებულ მასშტაბურ ძალადობას უკავშირდებოდა, რომლის დროსაც სამი ათასი ადამიანი მოკლეს, 500 ათასი ადამიანი კი დევნილად იქცა.
ლორან გბაგბო 2011 წელს, გაერო-სა და საფრანგეთისგან მხარდაჭერილმა ძალებმა პრეზიდენტის სასახლის ბუნკერში დააკავეს. არჩევნების შემდეგ ძალადობა ხუთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
სასამართლო სხდომებზე კოტ დივუარის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა.