ჰააგის სასამართლოსა და პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისის წარმომადგენლები თბილისს ეწვევიან
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თბილისს დღეს ეწვევიან.
გაერთიანებული გასვლითი მისიის ფარგლებში, ჰააგის წარმომადგენლები აღმასრულებელი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსებული სიტუაციის გაცნობა და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაა.
უცხოელი სპეციალისტები 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ მედიის კითხვებსაც უპასუხებენ.
ჰააგის სასამართლოსა და პროკურორის ოფისის წარმომადგენლების მორიგი სამუშაო ვიზიტი 10 მაისს დასრულდება.