ჰააგის სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე გადაწყვეტილებას 26 იანვარს გამოაქვეყნებს
ჰააგის სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე გადაწყვეტილებას 26 იანვარს გამოაქვეყნებს

ჰააგის სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე გადაწყვეტილებას 26 იანვარს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჰააგის სასამართლო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სამხრეთ აფრიკა აცხადებს, რომ ისრაელი ღაზის სექტორში გენოციდს ჩადის.

როგორც timesofisrael-ი წერს, სასამართლო, სავარაუდოდ, მიიღებს გადაწყვეტილებას შესაძლო გადაუდებელ ზომებზე. რაც შეეხება ისრაელის ქმედებების გენოციდად აღიარებას, ამას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს.

ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელის მოსმენა 11 იანვარს დაიწყო. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, რონალდ ლამოლამ განაცხადა, რომ ისრაელმა გადალახა ზღვარი და დაარღვია გენოციდის კონვენცია. ისრაელმა გენოციდის შესახებ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკა მოქმედებს, როგორც ტერორისტული ჯგუფ „ჰამასის“ ემისარი, რომელიც ცდილობს ებრაული სახელმწიფოს ლიკვიდაციას.